ხუთშაბათი, 2024-03-28, 10:55 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

ინტერაქტივი
რომელი საგანი მოგწონთ ყველაზე მეტად?
სულ პასუხი: 426
მინი-ჩეთი
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
შესვლის ფორმა

მთავარი » 2010 » ოქტომბერი » 29 » ოლიმპიადა 2010 - 11
0:23 AM
ოლიმპიადა 2010 - 11

2010-2011 სასწავლო წლის 31 ოქტომბრიდან 28 ნოემბრამდე ერთდოულად ყველა სკოლაში ჩატარდება ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის პირველი ტური.


30 ოქტომბერი - ქართული ენა და ლიტერატურა (არაქართულენოვანი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მოსწავლეებისთვის ქართული ენა) - IX-X; XI-XII კლასებისთვის;
31 ოქტომბერი - უცხოური ენები (ინგლისური, გერმანული, ფრანგული, რუსული) – IX; X-XII კლასებისთვის;
6 ნოემბერი - გეოგრაფია - IX; X; XI- XII კლასებისთვის;
7 ნოემბერი - ისტორია - IX; X; XI-XII კლასებისთვის;
13 ნოემბერი - მათემატიკა - VII; VIII; IX კლასებისთვის;
14 ნოემბერი - მათემატიკა, X; XI-XII კლასებისთვის;
20 ნოემბერი - ბიოლოგია, X-XI; XII კლასებისთვის;
21 ნოემბერი - ქიმია X; XI-XII კლასებისთვის;
27 ნოემბერი - ფიზიკა, IX; X; XI-XII კლასებისთვის;
28 ნოემბერი - ინფორმატიკა, IX; X-XII კლასებისთვის;.....


ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის პირველი ტურის ჩატარებას ორგანიზებას გაუწევს შესაბამისი რესურსცენტრი; რესურსცენტრი განიხილავს აგრეთვე მის სამოქმედო ტერიტორიაზე არსებული სკოლის მიერ ჩატარებულ ოლიმპიადებთან დაკავშირებულ საპრეტენზიო განაცხადებს, ოლიმპიადის მეორე და მესამე ტურში კი ამ ფუნქციებს გამოცდების ეროვნული ცენტრი შეასრულებს. 

ოლიმპიადის მონაწილე უფლებამოსილია:

1. პირველი ტურის პროცედურულ დარღვევებთან დაკავშირებით საპრეტეზიო განცხადება შესაბამისი ოლიმპიადის დასრულების მეორე დღის 17 საათამდე შესაბამის რესურსცენტრში შეიტანოს;

2. პირველი ტურის შედეგების თაობაზე თითოეულ საგანთან დაკავშირებით საპრეტენზიო განცადება. ქულების გამოქვეყნებიდან 2 დღის ვადაში შეიტანოს შესაბამის რესურცენტრში.

ოლიმპიადის პირველი ტურის საფუძველზე ის მონაწილეები გამოვლინდებიან, რომლებიც უფლებას მოიპოვებენ ოლიმპიადის მეორე ტურში მიიღონ მონაწილეობა. ოლიმპიადის მეორე ტურში მონაწილეობის უფლება აქვს ოლიმპიადის იმ მონაწილეს, რომელიც ოლიმპიადის პირველ ტურში შესაბამისი საგნის ტესტის მაქსიმალური ქულის 50%-ზე მეტს დააგროვებს.

ნანახია: 1265 | დაამატა: akaki-rock | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
სკოლა კოსმოსიდან
ძებნა
ითამაშე
skype
კალენდარი
«  ოქტომბერი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
საიტის მეგობრები