ხუთშაბათი, 2024-03-28, 2:41 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

ინტერაქტივი
რომელი საგანი მოგწონთ ყველაზე მეტად?
სულ პასუხი: 426
მინი-ჩეთი
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
შესვლის ფორმა

მთავარი » 2010 » მაისი » 21 » დაიცავით მოსწავლეთა ქცევის კოდექსი !
11:39 PM
დაიცავით მოსწავლეთა ქცევის კოდექსი !


გუშინ მოსწავლეთა განვითარების ეროვნულმა ცენტრმა გააკეთა განცხადება რომელიც მკაცრად მოითხოვდა შემდეგ სეზონზე მოსწავლეების მხრიდან ქცევის კოდექსის დაცვას. მე ყოველშემთხვევაში შეგახსენებთ მას :D


მოსწავლეთა ქცევის კოდექსი



მოსწავლეთა ქცევის კოდექსი ეხება მოსწავლეებს. სკოლის თანამშრომლებმა და
და მშობლებმა უნდა უზრუნველყონ ამ კოდექსის მოსწავლეების მიერ
შესრულება,აგრეთვე სხვა ზომების მიღება გადაცდომის არსებობის შემთხვევაში. იგი
არის საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მოთხოვნა და
მიზნად ისახავს სკოლებში პოზიტიური და განათლებისათვის ხელშემწყობი
კლიმატის შექმნას.
მოსწავლეთა ქცევის კოდექსი ასახავს კონკრეტულ დისციპლინური სახდელს
ქცევიდან გადახვევის შემთხვევაში.
მოსწავლეთა ქცევის კოდექსის მიზანია:
· ხელი შეუწყოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში
თვითდისციპლინის და სხვათა პატივისცემის დამკვიდრებას;
· თავიდან აიცილოს ყველა სახის კონფლიქტი მოსწავლეებს, დირექციასა და
სკოლის სხვა თანამშრომლებს შორის;
· უზრუნველყოს მოსწავლეთა მისაღები ქცევები;
· უზრუნველყოს სკოლაში ურთიერთგაგების, ჰარმონიისა და სხვაზე ზრუნვის
ატმოსფეროს შექმნა;
· უზრუნველყოს სკოლის თითოეული მოსწავლისა და თანამშრომლის
კეთილდღეობა და ხელი შეუწყოს მათში ინდივიდუალური
პასუხისმგებლობის გრძნობის განვითარებას;
· განსაზღვროს სასწავლო-აღმზრდელობითი პროცესის ეფექტურად მართვის
მექანიზმები;
· განსაზღვროს სასწავლო პროცესის მონაწილეთა უფლებამოსილებანი.
ყველა მოსწავლე ვალდებულია:
1. გაეცნოს მოსწავლეთა ქცევის კოდექსს და დაემორჩილოს მას, როდესაც იგი:
· იმყოფება სკოლის ტერიტორიაზე;
· ესწრება გაკვეთილებს;
· სკოლის სახელით მონაწილეობას იღებს რაიმე ღონისძიებაში;
· მონაწილეობს სკოლის მიერ ორგანიზებულ სხვა აქტივობებში.
2. ქცევის კოდექსით გათვალისწინებული ნებისმიერი პუნქტის დარღვევის
შემთხვევაში შეატყობინოს სკოლის დირექციას;
3. ვალდებულია გაუფრთხილდეს სკოლის შენობას, მასში არსებულ
მოწყობილობებს და აღჭურვილობას, ხოლო დაზიანების შემთხვევაში
აღადგინოს იგი თავად, ან სხვათა დახმარებით.
1
დისციპლინურ გადაცდომებად მიჩნეულ იქნება შემდეგი ხასიათის ქმედებები:
· სკოლის არასაპატიო გაცდენა;
· დაგვიანება;
· გაკვეთილის ჩაშლა;
· გაკვეთილის თვითნებურად მიტოვება;
· მასწავლებლის/მოსწავლის ან სკოლის სხვა თანამშრომლის სიტყვიერი ან
ფიზიკური შეურაცხყოფა;
· პლაგიატიზმი;
· ვანდალიზმი - სკოლის ქონების შეგნებული დაზიანება/გაფუჭება;
· სკოლის ტერიტორიაზე ძალადობა;
· ქურდობა;
· იარაღისა და ასაფეთქებელი მოწყობილობების ქონა;
· ნარკოტიკებისა და ალკოჰოლის მოხმარება/ვაჭრობა;
(სისხლის სამართლის იმ დანაშაულებებისათვის, როგორიცაა: ქურდობა,იარაღისა
და ასაფეთქებელი მოწყობილობების ქონა, ნარკოტიკების მოხმარება და ვაჭრობა
სკოლა სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაწესების ან არდაწესების
მიუხედავად გამოიყენებს დისციპლინურ სახდელს).
აკრძალული ნივთების/ნივთიერებების ნუსხა:
· ცივი (სხვა სახის ბასრი) და ცეცხლსასროლი იარაღი;
· ასაფეთქებელი ნივთიერებები;
· ნარკოტიკული საშუალებები;
· თამბაქოს ნაწარმი;
· აღმგზნები საშუალებები;
· ალკოჰოლის შემცველი სასმელები;
· მობილური ტელეფონი და სხვა ტექნიკური საშუალებები რომლებმაც
შეიძლება ხელი შეუშალოს სასწავლო პროცესს.
ჩაცმის წესი:
იკრძალება ყველა სახის სამოსი და აქსესუარი, რომელიც ხელს შეუშლის
საგანმანათლებლო პროცესის ნორმალურ მიმდინარეობას:
· სამოსი, რომელზეც წერია შეურაცხმყოფელი სიტყვები ან გამოსახულია
ვულგარული სურათი/კარიკატურა;
· სამოსი, რომელიც რეკლამირებას უკეთებს არაკანონიერი
ნივთიერებების გამოყებნებას. იგულისხმება: თამბაქო, ალკოჰოლი,
ნარკოტიკი და სხვა; სამოსზე არ უნდა იყოს გამოსახული მათი
ლოგოები და საფირმო მარკები;
2
· სკოლის შენობაში აკრძალულია ქუდის, კეპის, ბენდენის, შარფის და
ნებისმიერი სახის თავსახვევის ტარება;
· ჯაჭვები, ან ნებიმიერი სახის ბასრი ნივთები, რომლებიც შესაძლოა რომ
გამოყენებულ იქნეს, როგორც იარაღი;
წამლები:
მოსწავლეს ეკრძალება სკოლაში წამლების მოტანა, თუ მას არა აქვს ექიმის
მიერ გამოწერილი ცნობა.
იმ შემთხვევაში თუ მოსწავლემ წამალი უნდა მიიღოს სკოლის პერიოდში:
· წამალი უნდა გადაეცეს სკოლის ექთანს (ექთნის არარსებობის
შემთხვევაში დამრიგებელს), მშობლის მიერ დაწერილ წერილთან
ერთად;
· ყველა წამალი უნდა ინახებოდეს თავის ორიგინალ ყუთში;
· წამლის მიღება უნდა ხდებოდეს ექთნის ან სხვა კომპეტენტური პირის
ზედამხედველობის ქვეშ.
დისციპლინური სახდელები მოსწავლეთა ქცევის კოდექსის დარღვევის შემთხვევაში:
I. სიტყვიერი შენიშვნა; შენიშვნა შეიძლება მიეცეს
მოსწავლეს ქცევის კოდექსით გათვალისწინებული
ნორმის/ნორმების დარღვევის შემთხვევაში სკოლის
ნებისმიერი თანამშრომლის მიერ და აღნიშნული
ფაქტის შესახებ წერილობით ეცნობოს დისციპლინურ
კომიტეტს. თავის მხრივ დისციპლინურმა კომიტეტმა
უნდა უზრუნველყოს გადაცდომის მოსწავლეთა
მონაცემთა ბაზაში განთავსება. დისციპლინური ნორმის
განმეორებით დარღვევის შემთხვევაში ( თუნდაც
დაფიქსირდეს სხვა ნორმის დარღვევა) მოსწავლეს
მიეცემა წერილობითი საყვედური დისციპლინური
კომიტეტის მიერ.
II. საყვედური (წერილობითი ფორმით); დისციპლინური
კომიტეტი ვალდებულია შეიმუშაოს დოკუმენტის
ფორმა ( იხ. დანართი) სადაც მითითებული იქნება
მოსწავლის სახელი და გვარი, გადაცდომის სახე,
გადაცდომის დრო და ხელმოწერილი უნდა იქნას
მოსწავლის, მშობლის და დისციპლინური კომიტეტის
წარმომადგენლის ან გადაცდომის დამფიქსირებლის
მიერ. გადაცდომის განმეორების შემთხვევაში
3
მოსწავლეს დაეკისრება სკოლისათვის სასარგებლო
სამუშაოს შესრულება. აღნიშნული სახდელი
ვრცელდება გადაცდომის ყველა ფორმაზე გარდა
”ნულოვანი ტოლერანტულობის” მუხლით
გათვალისწინებული შემთხვევებისა. სახდელით
დაკისრებული მოვალეობის შესრულებაზე უარის
თქმის შემთხვევაში მოსწავლეზე გავრცელდება
”ნულოვანი ტოლერანტულობის” * მუხლით
გათვალისწინებულ სახდელი.
III. სკოლისათვის სასარგებლო იძულებითი სამუშაოს
შესრულება (ეზოს, საკლასო ოთახის, ბიბლიოთეკის ან
შენობის სხვა ნაწილის მოვლა-პატრონობაში
მონაწილეობა არასაგაკვეთილო პერიოდში -
გაკვეთილების დაწყებამდე ან გაკვეთილების
შემდგომ); კონკრეტული გადაცდომის ხელმეორედ
განმეორების შემთხვევაში მოსწავლე დაითხოვება
საგაკვეთილო პროცესიდან 5-იდან 10 დღის ვადით.
IV. საგაკვეთილო პროცესიდან დათხოვნა 1-იდან 5
დღემდე ვადით - დირექტორის გადაწყვეტილებით;
აღნიშნული სახედელი დაეკისრება მოსწავლეს
მხოლოდ იმ შემთხვევაში როდესაც სკოლის დირექცია
საჭიროდ ჩათვლის, რომ მოსწავლის ყოფნა საფრთხეს
უქმნის სხვა მოსწავლეებს. ამ პერიოდის განმავლობაში
მოსწავლე ვალდებულია გამოცხადდეს სკოლაში
სწავლის დაწყებისას. სკოლამ უნდა უზრუნველყოს ასეთი
მოსწავლეებისათვის სპეციალური ოთახი/ბიბლიოთეკის
გამოყოფა. მეთვალყურეობა ეკისრება (1) დირექტორის
მოადგილეს აღმზრდელობით დარგში და (2) დამრიგებელს.
მოსწავლის გამოუცხადებლობა ჩაითვლება არასაპატიო
გაცდენად.
V. საგაკვეთილო პროცესიდან დათხოვნა 5-დან 10
დღემდე ვადით - დისციპლინური კომიტეტის
გადაწყვეტილებით და ფარული კენჭისყრით;
აღნიშნული სახედელი დაეკისრება მოსწავლეს
მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც სკოლის დირექცია
და დისციპლინური კომიტეტი საჭიროდ ჩათვლის, რომ
მოსწავლის ყოფნა საფრთხეს უქმნის სხვა
მოსწავლეებს. ამ პერიოდის განმავლობაში მოსწავლე
ვალდებულია გამოცხადდეს სკოლაში სწავლის
დაწყებისას. სკოლამ უნდა უზრუნველყოს ასეთი
მოსწავლეებისათვის სპეციალური ოთახი/ბიბლიოთეკის
გამოყოფა. მეთვალყურეობა ეკისრება (1) დირექტორის
მოადგილეს აღმზრდელობით დარგში და (2) დამრიგებელს.
4
მოსწავლის გამოუცხადებლობა ჩაითვლება არასაპატიო
გაცდენად.
VI. გაკვეთილიდან გაძევება; გაკვეთილის ჩაშლის
მცდელობისთვის მოსწავლე საგნის მასწავლებლის
მიერ იგზავნება დირექტორთან ან დირექტორის
მოადგილესთან აღმზრდელობით დარგში. მოსწავლე ამ
კონკრეტული გაკვეთილის დასრულებამდე რჩება
დირექციის და გაკვეთილების შემდგომ ერთი საათით
რჩება ბიბლიოთეკაში ე.წ სარეაბილიტაციო კლასში და
ამზადებს შემდეგი დღის გაკვეთილებს. მოსწავლის
მხრიდან უარის თქმის შემთხვევაში, გაკვეთილიდან
გაძევება ჩაითვლება არასაპატიო გაცდენად. მას
ზედამხედველობას უწევს ბიბლიოთეკარი ან მორიგე
მასწავლებელი. აღნიშნული ფაქტის შესახებ ესცნობება
მშობელს და დისციპლინურ კომიტეტს. ეს
უკანასკნელი ვალდებულია აღნიშნული ფაქტი
შეიტანოს მოსწავლეთა დოსიეებში; აღნიშნული
დარღვევის განმეორების შემთხვევაში მოსწავლეს
ევალება სკოლისათვის სასარგებლო იძულებითი
სამუშაოს შესრულება( ეზოს, საკლასო ოთახის,
ბიბლიოთეკის ან შენობის სხვა ნაწილის მოვლა-
პატრონობაში მონაწილეობა არასაგაკვეთილო
პერიოდში - გაკვეთილების დაწყებამდე ან
გაკვეთილების შემდგომ); მომხდარის შესახებ ეცნობება
მშობელს;
VII. ზარალის ანაზღაურების დაკისრება. აღნიშნული
სახდელი მოსწავლეს დაეკისრება სკოლის ან სხვა
მოსწავლის, მასწავლებლის საკუთრების ხელყოფის ან
დაზიანების შემთხვევაში; აღნიშნული ფაქტის
დაფიქსირებისას სკოლაში უნდა იქნას გამოძახებული
მოსწავლის მშობელი/კანონიერი წარმომადგენელი,
როგორც ზარალის ანაზღაურებაზე პასუხისმგებლი
პირი; (ზარალის ანაზღაურება ხდება საქართველოს
სამოქალაქო კოდექსის 994, 995, 996 და 998 მუხლებით
დადგენილ შემთხვევებში და წესით).
VIII. სასკოლო კლუბებში, წრეებში, სკოლის მიერ გამართულ
ღონისძიებებში მონაწილეობის პრივილეგიის
ჩამორთმევა. აღნიშნული სახდელი დაეკისრება ქცევის
კოდექსის დამრღვევ მოსწავლეს დისციპლინური
გადაცდომის ყველა შემთხვევაში დისციპლინური
კომიტეტის გადაწყვეტილების საფუძველზე. სახდელის
მოქმედების ვადას დაადგენს დისციპლინური
5
კომიტეტი. სახდელის ვადა არ უნდა აღემატებოდეს 1
თვეს;
IX. ალტერნატიულ სკოლაში გადაყვანა. ალტერნატიულ
სკოლაში განთავსდება მოსწავლე რომელმაც ჩაიდინა
”ნულოვანი ტოლერანტობის” მუხლით
გათვალისწინებული დანაშაული (ალტერნატიული
სკოლა იქნება კანონში გათვალისწინებული, ხოლო
მანამდე ეს სახდელი ვერ იქნება გამოყენებული).
*განმარტება: ნულოვანი ტოლერანტობა არის დასჯის ისეთი ფორმა როდესაც
დარღვევის სიმძიმის გამო არ ვრცელდება არანაირი შემამსუბუქებელი პროცედურა
და მოსწავლე ან ირიცხება სკოლიდან ან განთავსდება ალტერნატიულ სკოლაში.
დარღვევათა სახეობები რომლებიც განეკუთვნება ნულოვანი ტოლერანტობის
კატეგორიას:
· მკვლელობა ან მკვლელობის მცდელობა;
· ცივი იარაღის ტარება( პირველ ჯერზე 500 ლარიანი ჯარიმის დაკისრება
და განმეორების შემთხვევაში სკოლიდან გარიცხვა ან ალტერნატიულ
სკოლაში გადაყვანა);
· ნარკოტიკული საშუალებების მოხმარება, შენახვა.
ნებისმიერი დისციპლინური დარღვევა, უნდა ეცნობოს მოსწავლის მშობელს.
დისციპლინური სახდელის გასაჩივრება სააპელაციო კომიტეტში:
· სკოლამ სასურველია შექმნას სააპელაციო კომიტეტი, რათა მოსწავლეს
საშუალება მიეცეს გაასაჩივროს დისციპლინური კომიტეტის მიერ
გამოტანილი გადაწყვეტილება;
· მოსწავლეს უფლება აქვს მშობელთან/კანონიერ წარმომადგენელს ერთად
დაესწროს სააპელაციო კომიტეტში მასთან დაკავშირებული საკითხის
განხილვას;
· სააპელაციო კომიტეტი ვალდებულია მოსწავლეს და მის მშობელს/კანონიერ
წარმომადგენელს გამოუყოს გონივრული დრო საკუთარი მოსაზრებების
გამოსათქმელად.
არასაპატიო გაცდენების და დაგვიანებების კონტროლის მექანიზმი:
1. არასაპატიო გაცდენები:
არასაპატიო გაცდენად ჩაითვლება მოსწავლის სკოლაში გამოუცხადებლობა
ოფიციალური დოკუმენტის (მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის განცხადების,
6
ცნობის) ან მშობლის წერილობითი/ზეპირი შეტყობინების არარსებობის
შემთხვევაში.
არასაპატიო მიზეზით გაცდენის შემთხვევაში (ტრიმესტრის განმავლობაში)
მოსწავლეს დაეკისრება შემდეგი სახის სახდელები:
· 15 აკადემიურ საათამდე გაცდენის შემთხვევაში -ამოქმედდება I პუნქტით
გათვალისწინებული სახდელი;
· 15-25 აკადემიურ საათამდე გაცდენის შემთხვევაში ამოქმედდება II პუნქტით
გათვალისწინებული სახდელი;
· 25-35 აკადემიურ საათამდე გაცდენის შემთხვევაში ამოქმედდება III პუნქტით
გათვალისწინებული სახდელი;
· 35-50 აკადემიურ საათამდე გაცდენის შემთხვევაში ამოქმედდება IV პუნქტით
გათვალისწინებული სახდელი;
· 50-ზე მეტი აკადემიურ საათამდე არასაპატიოდ გაცდენის შემთხვევაში
ამოქმედდება V და VIII პუნქტით გათვალისწინებული სახდელი.
2. დაგვიანებები:
ზარის დარეკვისას მოსწავლე უნდა იმყოფებოდეს საკლასო ოთახში. დაგვიანებული
მოსწავლეების მეთვალყურეობაზე პასუხისმგებლობა ეკისრება დირექტორის
მოადგილეს აღმზრდელობით დარგში, ორგანიზატორს და მორიგე მასწავლებელს.
დაგვიანებული მოსწავლეებისათვის უნდა იყოს გამოყოფილი საკლასო ოთახი.
დაგვიანებული მოსწავლე ვალდებულია დაწეროს ახსნა-განმარტებითი ბარათი
დირექტორის მოადგილის (აღმზრდელობით დარგში) სახელზე, რომელშიც
მიუთითებს დაგვიანების მიზეზს.
დაგვიანების შემთხვევაში მოსწავლეს დაეკისრება შემდეგი სახის სახდელები:
· 15 აკადემიური საათის შემთხვევაში -ამოქმედდება I პუნქტით
გათვალისწინებული სახდელი;
· 15-25 აკადემიური საათის შემთხვევაში ამოქმედდება II პუნქტით
გათვალისწინებული სახდელი;
· 25-35 აკადემიური საათის შემთხვევაში ამოქმედდება III პუნქტით
გათვალისწინებული სახდელი;
· 35-50 აკადემიური საათის შემთხვევაში ამოქმედდება IV პუნქტით
გათვალისწინებული სახდელი;
· 50-ზე მეტი აკადემიური საათის შემთხვევაში ამოქმედდება V და VIII
პუნქტით გათვალისწინებული სახდელი.
გაკვეთილის ჩაშლა:
· გაკვეთლის ჩაშლის პირველივე მცდელობაზე ამოქმედდება I პუნქტით
გათვალისწინებული სახდელი;
· დარღვევის განმეორების შემთხვევაში ამოქმედდება II პუნქტით
გათვალისწინებული სახდელი;
7
· დარღვევის მესამედ განმეორების შემთხვევაში ამოქმედდება III პუნქტით
გათვალისწინებული სახდელი;
· დარღვევის მეოთხედ განმეორების შემთხვევაში ამოქმედდება IV პუნქტით
გათვალისწინებული სახდელი;
· დარღვევის მეხუთედ განმეორების შემთხვევაში ამოქმედდება V და VIII
პუნქტებით გათვალისწინებული სახდელები;
· დარღვევის მეექვსედ განმეორების შემთხვევაში ამოქმედდება IX პუნქტით
გათვალისწინებული სახდელი;
გაკვეთილის თვითნებურად მიტოვება:
· 1- 5 აკადემიური საათის თვითნებურად მიტოვების შემთხვევაში
ამოქმედდება I პუნქტით გათვალისწინებული სახდელი;
· 5-10 აკადემიურ საათის თვითნებურად მიტოვების შემთხვევაში
ამოქმედდება II პუნქტით გათვალისწინებული სახდელი;
· 10-15 აკადემიური საათის თვითნებურად მიტოვების შემთხვევაში
ამოქმედდება III პუნქტით გათვალისწინებული სახდელი;
· 15 დან 24 აკადემიური საათის თვითნებურად მიტოვების შემთხვევაში
ამოქმედდება IV პუნქტით გათვალისწინებული სახდელი;
· 24-ზე მეტი აკადემიური საათის თვითნებურად მიტოვების შემთხვევაში
ამოქმედდება V და VIII პუნქტებით გათვალისწინებული სახდელები.
მასწავლებლის/მოსწავლის ან სკოლის სხვა თანამშრომლის სიტყვიერი
შეურაცხყოფა:
· დარღვევის პირველი ფაქტის დაფიქსირებისას ამოქმედდება I პუნქტით
გათვალისწინებული სახდელი და მოხდება შეურაცხყოფილი პირის წინაშე
ბოდიშის მოხდა;
· დარღვევის განმეორებისას ამოქმედდება II პუნქტით გათვალისწინებული
სახდელი და მოხდება შეურაცხყოფილი პირის წინაშე ბოდიშის მოხდა;
· დარღვევის მესამედ განმეორებისას ამოქმედდება III პუნქტით
გათვალისწინებული სახდელი და მოხდება შეურაცხყოფილი პირის წინაშე
საჯაროდ ბოდიშის მოხდა;
· დარღვევის მეოთხედ განმეორებისას ამოქმედდება IV და პუნქტით
გათვალისწინებული სახდელი და მოხდება შეურაცხყოფილი პირის წინაშე
საჯაროდ ბოდიშის მოხდა;
· დარღვევის მეხუთედ განმეორებისას ამოქმედდება V და VIII პუნქტით
გათვალისწინებული სახდელები.
· დარღვევის მეექვსედ განმეორებისას ამოქმედდება IX პუნქტით
გათვალისწინებული სახდელი.
8
მასწავლებლის/მოსწავლის ან სკოლის სხვა თანამშრომლის ფიზიკური
შეურაცხყოფა:
· დარღვევის პირველივე ფაქტის დაფიქსირებისას ამოქმედდება II და III
პუნქტებით გათვალისწინებული სახდელები.
· დარღვევის მეორე ფაქტის დაფიქსირებისას ამოქმედდება III და IV
პუნქტებით გათვალისწინებული სახდელები.
· დარღვევის მესამე ფაქტის დაფიქსირებისას ამოქმედდება V და VIII
პუნქტებით გათვალისწინებული სახდელები.
· დარღვევის მეოთხე ფაქტის დაფიქსირებისას ამოქმედდება IX პუნქტით
გათვალისწინებული სახდელი.
პლაგიატიზმი:
· პლაგიატიზმის პირველივე შემთვევისას ამოქმედდება I პუნქტით
გათვალისწინებული სახდელი და ნამუშევარი ჩაითვლება გაუქმებულად;
· დარღვევის განმეორების შემთხვევაში ამოქმედდება II პუნქტით
გათვალისწინებული სახდელი და ნამუშევარი ჩაითვლება გაუქმებულად;
· დარღვევის მესამედ განმეორების შემთხვევაში ტრიმესტრის ბოლოს
მოსწავლეს დააკლდება ქულა;
· დარღვევის მეოთხედ განმეორება იმოქმედებს წლიურ შეფასებაზე.
ვანდალიზმი - სკოლის ქონების შეგნებული დაზიანება/გაფუჭება:
· დარღვევის პირველივე შემთხვევაში ამოქმედდება II და III პუნქტით
გათვალისწინებული სახდელები;
· დარღვევის განმეორებისას ამოქმედდება III და IV პუნქტით
გათვალისწინებული სახდელები;
· დარღვევის მესამედ განმეორებისას ამოქმედდება III და V პუნქტით
გათვალისწინებული სახდელები.
· დარღვევის მეოთხედ განმეორებისას ამოქმედდება IX პუნქტით
გათვალისწინებული სახდელი.
ქურდობა :
· ქურდობის პირველივე ფაქტის დაფიქსირების შემთხვევაში ამოქმედდება II,
III, VII და VIII პუნქტით გათვალისწინებული სახდელები.
· ქურდობის მეორე ფაქტის დაფიქსირების შემთხვევაში ამოქმედდება IX
პუნქტით გათვალისწინებული სახდელი.
9
იარაღისა და ასაფეთქებელი მოწყობილობების ქონა:
· პირველივე ფაქტის დაფიქსირების შემთხვევაში ამოქმედდება IX პუნქტით
გათვალისწინებული სახდელი.
ნარკოტიკებისა და ალკოჰოლის მოხმარება/ვაჭრობა:
· პირველივე ფაქტის დაფიქსირების შემთხვევაში ამოქმედდება IX პუნქტით
გათვალისწინებული სახდელი.
სკოლისა და მოსწავლის მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის
ურთიერთობის წესი
· სკოლა ვალდებულია უზრნველყოს საჭირო ადამიანური და ფინანსური
რესურსი რათა ზუსტად იქნას აღრიცხული მოსწავლეთა დაგვიანებები და
გაცდენები და აღნიშნული ფაქტების დაფიქსირების შემთხვევაში სკოლა
ვალდებულია აცნობოს მშობელს/კანონიერ წარმომადგენელს ამის შესახებ.
· სკოლა ვალდებულია აწარმოოს მოსწავლეთა პირადი საქმეები და აღრიცხოს
ყოველი დისციპლინური დარღვევა. დისციპლინური დარღვევების
აღრიცხვასა და კონტროლს აწარმოებს სკოლის დისციპლინური კომიტეტი.
სახელმძღვანელოს გადახედვისა და გაუმჯობესების პროცედურები
ყოველ წელს გაიმართება დისციპლინური კომიტეტის მიერ სასკოლო
დისციპლინის ანალიზი. მიმოხილვა შეეხება მასწავლებლების, მოსწავლეების,
მშობლების და დირექციის მიერ გაკეთებულ ჩანაწერებს დისციპლინურ
გადაცდომებთან აკავშირებით და უკუკავშირს. მიზეზი ამ შემოწმების და ანალიზისა
არის სახელმძღვანელოს განახლება-გაუმჯობესება. რადგან ეს სახელმძღვანელო
უნდა იყოს სკოლაში დისციპლინის, წესრიგისა და უსაფრთხოების ამსახველი.
რევიზიის პროცესი დაიწყება მაისში და გაგრძელდება სასწავლო წლის
დასრულებამდე. ნებისმიერ მასწავლებელს, დირექციის წარმომადგენელს, მშობელსა
და მოსწავლეს აქვთ შესაძლებლობა მიიღონ მონაწილეობა ამ პროცეში და დაამატონ
თავიანთი შეხედულებები და რჩევები. რევიზიის პროცესის დასრულების შემდგომ,
პედკოლექტივმა, დირექციამ, მშობლებმა და მოსწავლეებმა უნდა გადახედონ
განახლებულ სახელმძღვანელოს, რათა არაფერი დარჩეს გაუგებარი და შემდომ
მოაწერონ ხელი.

ნანახია: 1113 | დაამატა: akaki-rock | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
სკოლა კოსმოსიდან
ძებნა
ითამაშე
skype
კალენდარი
«  მაისი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31
საიტის მეგობრები