ხუთშაბათი, 2024-03-28, 11:17 AM
მოგესალმები სტუმარი | RSS

ინტერაქტივი
რომელი საგანი მოგწონთ ყველაზე მეტად?
სულ პასუხი: 426
მინი-ჩეთი
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
შესვლის ფორმა

ტესტები


გესმით თუ არა მიმიკისა და ჟესტების ენა? 

1.რა არის მიმიკა და ჟესტი?

ა. კონკრეტულ შემთხვევაში ადამიანის სულიერი მდგომარეობის გამოხატულება - 2
ბ. საუბრის დანამატი - 4
გ. ქვეცნობიერების უნებური დამატება - 3


2. მიგაჩნიათ თუ არა, რომ ქალების მიმიკა უფრო მრავალფეროვანია,ვიდრე მამაკაცების?

ა. დიახ - 1
ბ. არა - 3
გ.ამაზე არ მიფიქრია - 0


3. ჩვეულებრივად როგორ ესალმებით მეგობარს?


ა. გახარებული ამბობთ: ”გაუმარჯოს”! - 4
ბ. გულით ართმევთ ხელს - 4
გ. მსუბუქად ეხვევით - 3
დ. გადაკოცნით - 4


4.რომელი ჟესტები აღნიშნავენ მთელ მსოფლიოში ერთი და იგივეს?

( შეგიძლიათ რამდენიმე პასუხი ამოარჩიოთ)
ა. უარის ნიშნად თავის გაქნევა - 0
ბ. თავის დაკვრა - 0
გ. ცხვირის შეჭმუხნა - 1
დ. შუბლის შეჭმუხნა - 1
ე. თვალის ჩაკვრა - 0
ვ. გაღიმება - 1


5. სხეულის რომელი ნაწილია ყველაზე შესამჩნევი?

ა. ტერფები - 1
ბ. ფეხები -2
გ. ხელები -3
დ. ხელის მტევნები -4
ე. მხრები - 2


6. სახის რომელი ნაწილი იქცევს საუბრისას ყვლაზე დიდ ყურადღებას?

ა. შუბლი - 2
ბ. წარბები -1
გ. თვალები - 3
დ. ცხვირი - 2
ე. ტუჩები - 3
ვ. ტუჩის კუთხეები - 2


7.მაღაზიის ვიტრინის წინ ჩავლისას და ჩახედვისას რას აქცევთ ყველაზე დიდ ყურადღებას საკუთარ თავში?

ა. ტანსაცმელს -1
ბ. ვარცხნილობას - 3
გ. სიარულის მანერას - 3
დ. საკუთარ თავს ერთიანად ათვალიერებთ - 2
ე. საკუთარი თავის ანარეკლის ყურებსა არ გიყვართ - 0
8.თქვენს მოსაუბრეში რას აქცევთ ყურადღებას?
ა. თვალებს - 3
ბ. ტუჩებს - 2
გ. ხელებს - 2
დ. საუბრის მანერას - 1

9.თუ ვინმე თქვენთან საუბრის დროს თვალს გარიდებთ, მიგაჩნიათ, რომ:

ა. ის გატყუებთ - 3
ბ საკუთარ თავში არ არის დარწმუნებული - 2
გ. ცდილობს, ყურადღება არ გაეფანტოს - 0

10.როგორ იქცევით, როცა მარტო გიწევთ საშინელებათა ფილმის ყურება?

ა. ფილმს მშვიდათ უცქერით - 4
ბ. ძალიან განიცდით - 0
გ. საშიში სცენების დროს თვალებს ხუჭავთ -1


11. შეგიძლიათ თუ არა, აკონტროლოთ თქვენი ჟესტები და მიმიკა?

ა. დიახ - 0
ბ. არა - 2
გ. ამისთვის ყურადღება არ მიმიქცევია - 1

12. თქვენი აზრით, უმეტესად როგორ უნდა ესაუბრებოდნენ შეყვარებულები ერთმანეთს?

ა. თვალებით - 3
ბ. ხელებით - 4
გ. სიტყვებით - 1

13. როგორ ფიქრობთ, ვისგან იღებს ადამიანი ჟესტებს?

ა. ვინმესგან სწავლობს - 2
ბ. ეს თვისება თაობიდან თაობებს გადაეცემა - 4
გ. ადამიანში დაბადებიდანვეა ჩადებული - 0

14.როგორ თვლით, რას ნიშნავს ადამიანის წვერი?


ა. ვაშკაცურ იერს -3
ბ. ადამიანი თავისი სახის ნაკვთების დამალვას ცდილობა - 2
გ. უბრალოდ გაპარსვა ეზარება - 1

დააჯამეთ ქულები

47-36 ქულა: ჟესტების ენა თქვენთვის გასაგებია, შესანიშნავი ინტუიცია გაქვთ.სხვა ადამიანებსაც კარგად უგებთ. თქვენი უარყოფითი თვისება მხოლოდ და მხოლოდ ადამიანების მიმართ გადაჭარბებული ნდობაა. ფრთხილად იყავით, ამით შეიძლება ვინმემ სამსახურში ისარგებლოს, ან პირად ცხოვრებაში.
35-24 ქულა: ადამიანებზე დაკვირვება თქვენი ყველაზე საყვარელი საქმიანობაა, მათი ჟესტები და მიმიკაც უმეტესად გესმით და შესაბამისი დასკვნების გამოტანაც არ გიჭირთ; მაგრამ ამ თვისებებს მაქსიმალურად ვერ იყენებთ. ხანდახან თქვენზე ადამიანის მიერ წარმოთქმული სიტყვები უფრო მოქმედებს, ვიდრე მათი სახის გამომეტყველება. ამით კი შეიძლება ვინმემ შეცდომაში შეგიყვანოთ.

23-11 ქულა: მიმიკის და ჟესტების ენა თქვენთვის ისეთივე მიუწვდომელია, როგორც ჩინური, ამიტომაც ადამიანების შეფასებისას ხშირად ცდებით. ეს კი იმიტომ ხდება, რომ ჟესტებს ყურადღებას არ აქცევთ და მხოლოდ საუბრის შინაარსზე ხართ კონცენტრირებული. ეცადეთ, გაივარჯიშოთ ყურადღება და უკეთ გაუგოთ ადამიანებს.











ხართ თუ არა კომუნიკაბელური? 

1. ნაცნობი გესაუბრებათ თავის გასაჭირზე. აგრძნობინებთ თუ არა, რომ თქვენთვის მისი პრობლემა ნაკლებად საინტერესოა?

ა) დიახ - 1
ბ) არა - 0

2. ხშირად ესაუბრებით გარშემომყოფებს სასიამოვნო თემებზე,განწყობა რომ აუმაღლოთ?

ა) დიახ - 0
ბ) არა - 1


3. თუ თქვენს მეგობარს არ მოსწონს თქვენი გატაცება, ამბობთ თუ არა ამ გატაცებაზე უარს?

ა) დიახ - 1
ბ) არა - 0

4. გიყვართ თუ არა გესლიანი ხუმრობა?

ა) დიახ - 1
ბ) არა - 0

5. შეგიძლიათ თუ არა მოთმინებით ისმინოთ ის ,რაც საერთოდ არ გაინტერესებთ?

ა) დიახ - 0
ბ) არა - 1

6. იმახსოვრებთ თუ არა ადამიანებისგან წყენას?

ა) დიახ - 0
ბ) არა - 1

7. ახდენთ თუ არა თქვენი ნიჭის რეალიზებას?

ა) დიახ - 0
ბ) არა - 1

8. მიატოვებთ თუ არა თამაშს, რომელასაც აგებთ?

ა) დიახ - 0
ბ) არა- 1

9. მოუსმენთ თუ არა ოპონენტის არგუმენტს, თუ დარწმუნებული ხართ თქვენს სიმართლეში?

ა) დიახ - 0
ბ) არა - 1

10. ასრულებთ თუ არა გარშემომყოფების თხოვნას?

ა) დიახ - 1
ბ) არა - 0



შედეგები:

თუ 8 ქულა და მეტი დააგროვეთ:
საკმაოდ თავაზიანი ხართ.შეგიძლიათ ადამიანებთან კარგი ურთიერთობა. ბევრი მეგობარი გყავთ. თუმცა რჩევა მაინც არ გაწყენთ. ნუ ეცდებით, ყველასთან კარგი ურთიერთობა გქონდეთ.

4-დან 8 ქულამდე:

თქვენი სიკეთე მხოლოდ შემთხვევითობას შეიძლება მიეწეროს. ზოგისთვის კეთილი ხართ, ზოგისთვის კი - არა. შეგიძლიათ ერთი ადამიანისთვის თავი დადოთ, ხოლო მეორისთვის თავი არ შეიწუხოთ. ეს შეიძლება კარგია, მაგრამ ეცადეთ, თავაზიანობა ყველა ადამიანის მიმართ გამოიცინოთ.

4 ქულაზე ნაკლები:

თქვენთან ურთიერთობა უახლოესი ადამიანებისთვისაც კი საშინელებაა. იყავით კეთილმოსურნე და ნახავთ, რომ თქვენთან მეგობრობას ბევრი ისურვებს.











როგორია თქვენთან ურთიერთობა? 



კონტაქტურ ადამიანთან ურთიერთობა და საუბარი სასიამოვნოა, მაგრამ არიან ისეთებიც, რომლებიც პირველი შეხებისა და საუბრისთანავე გაბეზრებენ თავს.
ეს ტესტი დაგეხმარებათ იმის გარკვევაში, თუ როგორი მოსაუბრე ხართ და რამდენად სასიამოვნოა თქვენთან ურთიერთობა.
კითხვებზე 1, 2, 3, 6, 7, 8, 9, 10, 11 დადებითი პასუხის შემთხვევაში დაიწერეთ 1 ქულა, სხვა შემთხვევაში კი-0 ქულა.

1) ლაპარაკი უფრო გიყვართ თუ მოსმენა?
2) შეგიძლიათ სასუბრო თემის გამონახვა სრულიად უცნობ ადამიანთან?
3) მოსაუბრეს ყოველთვის საგულდაგულოთ უსმენთ?
4) გიყვართ რჩევების მიცემა ახლობელი ადამიანებისათვის?
5) საუბრის თემა თუ არ მოგეწონათ, აუცილებლად აგრძნობინებთ თანამოსაუბრეს?
6) გაღიზიანებთ, როცა არ გისმენენ?
7) საკუთარი აზრი გაქვთ ნებისმიერ საკითხზე?
8) შეეცდებით მის განვრცობას, თუ საუბრის თემა თქვენთვის უცნობია?
9) ყურადღების ცენტრში ყოფნა გიყვართ?
10) არსებობს ის სამი საგანი, რაზეც ამომწურავი ცოდნა გაქვთ?
11) როგორ ფიქრობთ, ხართ კარგი ორატორი?

შედეგები

1-3 ქულა: ლაპარაკი რომ არ გიყვართ და მოსაუბრე გაიძულებთ, ნამდვილად ვერ იტყვი; ფაქტია, რომ ადამიანები ხშირად თქვენთან ურთიერთობისას ვერ განიცდიან სიამოვნებას. კარგი იქნება, თუ შეიცვლით მანერებს და გარშემომყოფებისათვის უფრო საინტერესო გახდებით.
4-9 ქულა: ძალიან კომუნიკაბელური ადამიანი შეიძლება არა ხართ, მაგრამ ყოველთვის ყურადღებიან და სასიამოვნო თანამოსაუბრედ გამოიყურებით.
9-11 ქულა: თანამოსაუბრისათვის ყველაზე სასიამოვნო ადამიანი ხართ. ბევრს უჩნდება სურვილი, გახდეს თქვენი მეგობარი. ერთი კი ნამდვილად საინტერესოა: ხომ არ თამაშობთ პროფესიონალი მსახიობივით?

სკოლა კოსმოსიდან
ძებნა
ითამაშე
skype
კალენდარი
«  მარტი 2024  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
საიტის მეგობრები